ტრენინგის მე-7 დღე როგორც ყოველთვის წინა დღეებში შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო.დღის წესრიგის მიხედვით,პირველი საკითხი იყო მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება.ჩვენმა ტრენერმა ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო poverpoint-ის პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილი იყო თუ მოსწავლეთა, რა საჭიროებები უნდა გავითვალისწინოთ პროექტზე მუშაობისას. აქვე გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და დაწვრილებით განვიხილეთ ,თუ რა ტიპის დავალებების მიცემა შეგვიძლია ამა თუიმ ინტელექტის მქონე მოსწავლისთვის. შემდეგ კი რტენერის მოთხოვნით შევადგინეთ კონკრეტული დავალება,ერთი რომელიმე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, რომელსაც დავავალებდით შეესრულებინა ერთი რომელიმე კონკრეტული დავალებაან განეხორციელებინა ერთი აქტივობა,მისი უნარებიდან გამომდინარე,რასაკვირველია ჩვენი პროექტის შესაბამისად.ეს ოველივე ჩვენ დაგვეხმარება სწორად მოვარგოთ დავალებები მოსწავლეთა საჭიროებებს, ისე,რომ ყველა ტიპის მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული პროექტზე მუშაობის პროცესში.ბოლოს დავუბრუნდით პროექტის გეგმას, გადავხედეთ ხომარაფერი გვქონდა გამორჩენილი და შევავსეთ დარჩენილი პუნქტები.
ტრენინგის ბოლოს მოხდა დღის შეჯამება,რომელიც წინა დღეების მსგავსად ძალიან ნაყოფიერიდამრავლის მომცემი იყო.
No comments:
Post a Comment