Sunday, September 24, 2017

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღედაიწყო დღის წესრიგის გაცნობით და განვლილი მასალის გამეორებით . დღე

ვანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო , იყო იმ თვალსაზრისით ,რომ ბევრი
საინტერესო ინსტრუმენტი ვისწავლეთ POWERPOINT-ში .იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით,რომ დაგვეხმარება:ვიზუალურად  მიმზიდველი,ეფექტური და საინტერესო პრეზენტაცია შევქმნათ, შევძლებთ დავეხმაროთ მოსწავლეებს კარგი პრეზენტაციის შექმნაში. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშსდა იმ თანმიმდევრობას, რომელიც უნდაიყოს დაცული ამ პრეზენტაციაში. და  ამყველაფერზე პრაქტიკულადაც ვიმუშავეთ.შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,რომელშიც თანმიმდევრობით წარმოვაჩინეთ პროექტის მიზანი,მიმდინარეობა,შედეგი და სხვა.
შემდეგ განვიხილეთ შეფასების რუბრიკა.ქალბატონმა ქეთიმ მიგვითითა რესურსები სადაც შევძლებთ ვნახოთ შეფასების რუბრიკები.განვიხილეთ საკმაოდ მრავალფეროვანი რუბრიკები,რომლებიც შეგვეძლება მოვარგოთჩვენს პროექტს,თითქმის ყველა უნარის შესაფასებლად.ბოლოს მოხდა ტრენინგის შეჯამება,რომელიც ზალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო,პრაქტიკული ტვალსაზრისით კი ძალიან გამოსადეგი.

No comments:

Post a Comment