Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის მე-9 დღე ჩვეულებრივ  გამეორებით დავიწყეთ,რადგან ტრენინგის ბოლო დღეა ყველა მონაწილემ  წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტი,რომლებზეც ამ 9 დღის მანძილზე ვიმუშავეთ. გარდა ამისა დავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო თუ რაიმე სეცდომა გვქონდა გავასწორეთ  ზოგადად, ტრენინგი იყო ერთერთი უმნიშვნელოვანესი და ბევრის მომცემი რაც კი აქამდე გამივლია. ამ ტრენინგის  წყალობით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე, რაც დამეხმარება ვიყო წარმატებული მასწავლებელი, ისეთი როგორიც უნდა იყუს XXI - საუკუნის მასწავლებელი. ჩვენს ტრენინგზე ბევრი თავისი საქმის მცოდნეპედაგოგი გავიცანი.ხოლო ჩვენს ტრენერზე ბევრის თქმა შმიძლია ქალბატონი ქეთი არის საუკეთესო ტრენერი .სურვილი მაქვს კიდევ გავიარო მსგსვსი ტრენინგები.

Sunday, October 1, 2017

ტრენინგის მე-8 დღე


ტრენინგის მე-8 დღე განსაკუთრებით საინტერესო დართული იყო .თავდაპირველად გავეცანით ფასილიტაციის ცნებას, დავათვალიერეთ კონკრეტული მაგალითები. ტრენერმა დაწვრილებით აგვიხსნა როგორ უნდა შევქმნათ გზა მკვლევი მოსწავლეთათვის პროექტის ნებისმიერეტაპზე რათა სწორი მიმართულება მივცეთ ამა თუ იმ დავალების შესრულე ბისთვის. ვივარჯიშეთ პრაქტიკულადაც. შევქმენით მოსწავლეთა გზამკვლევი  powerpoint-ის პროგრამაში და შევინახეთ შესაბამის საქაღალდეში. შემდეგ დავუბრუნდით ჩვენს პორტფოლიოს,რომელშიც ყველა აქამდე შექმნილი და შენახული დოკუმენტის სახელწოდება შევცვალეთ. ეს იმისთვის დაგვჭირდა,რომ შმდეგში მსგსვსი დოკუმენტის მოძებნისასარ გაგვირთულდეს ძიება. შესაბამისად,ორგანიზებაგავუკეთეტ ყველა ფოლდერს.ეს ეტაპი საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესი იყო.ეს ეხებოდა დოკუმენტაციის ბლოგზე ატვირთვას.ამისთვის ტრენერი ქალბატონი ქეთი ნაბიჯნაბიჯ გვაძლევდა ინსტრუქციას შემდეგ კი დავაღვალიერეთ ატვირთული მასალა.
ტრენინგის მე-8 დღეს ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლეთ.

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღე  როგორც ყოველთვის წინა დღეებში შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო.დღის წესრიგის მიხედვით,პირველი საკითხი იყო მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება.ჩვენმა ტრენერმა ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო poverpoint-ის პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილი იყო თუ მოსწავლეთა, რა საჭიროებები უნდა გავითვალისწინოთ პროექტზე მუშაობისას. აქვე გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და დაწვრილებით განვიხილეთ ,თუ რა ტიპის დავალებების მიცემა შეგვიძლია ამა თუიმ ინტელექტის მქონე მოსწავლისთვის. შემდეგ კი რტენერის მოთხოვნით შევადგინეთ კონკრეტული დავალება,ერთი რომელიმე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, რომელსაც დავავალებდით შეესრულებინა ერთი რომელიმე კონკრეტული დავალებაან განეხორციელებინა ერთი აქტივობა,მისი უნარებიდან გამომდინარე,რასაკვირველია ჩვენი პროექტის შესაბამისად.ეს ოველივე ჩვენ დაგვეხმარება სწორად მოვარგოთ დავალებები მოსწავლეთა საჭიროებებს, ისე,რომ ყველა ტიპის მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული პროექტზე მუშაობის პროცესში.ბოლოს დავუბრუნდით პროექტის გეგმას, გადავხედეთ ხომარაფერი გვქონდა გამორჩენილი და შევავსეთ დარჩენილი პუნქტები.
ტრენინგის  ბოლოს მოხდა დღის შეჯამება,რომელიც წინა დღეების მსგავსად ძალიან ნაყოფიერიდამრავლის მომცემი იყო.