Sunday, September 24, 2017

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღედაიწყო დღის წესრიგის გაცნობით და განვლილი მასალის გამეორებით . დღე

ვანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო , იყო იმ თვალსაზრისით ,რომ ბევრი
საინტერესო ინსტრუმენტი ვისწავლეთ POWERPOINT-ში .იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით,რომ დაგვეხმარება:ვიზუალურად  მიმზიდველი,ეფექტური და საინტერესო პრეზენტაცია შევქმნათ, შევძლებთ დავეხმაროთ მოსწავლეებს კარგი პრეზენტაციის შექმნაში. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშსდა იმ თანმიმდევრობას, რომელიც უნდაიყოს დაცული ამ პრეზენტაციაში. და  ამყველაფერზე პრაქტიკულადაც ვიმუშავეთ.შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,რომელშიც თანმიმდევრობით წარმოვაჩინეთ პროექტის მიზანი,მიმდინარეობა,შედეგი და სხვა.
შემდეგ განვიხილეთ შეფასების რუბრიკა.ქალბატონმა ქეთიმ მიგვითითა რესურსები სადაც შევძლებთ ვნახოთ შეფასების რუბრიკები.განვიხილეთ საკმაოდ მრავალფეროვანი რუბრიკები,რომლებიც შეგვეძლება მოვარგოთჩვენს პროექტს,თითქმის ყველა უნარის შესაფასებლად.ბოლოს მოხდა ტრენინგის შეჯამება,რომელიც ზალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო,პრაქტიკული ტვალსაზრისით კი ძალიან გამოსადეგი.

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის მე-5 დღე დაიწყო დღის წესრიგის გაცნობით ,და დავიწყეთ ბლოგთან დაკავშირებიტ წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით. ამის შემდეგ ქალბატონი ქეთი გვესაუბრა თურამდენად მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა სხვადასხვა წყაროების მოძიებისას,რათა დაცული იქნას სამართლებრივი დაეთიკური ნორმები,შესაბამისად,რაც დღეს შევისწავლეთ, იყო თუ როგორ უნდა მოვათავსოთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოში,კერძოდ კი  საავტორო უფლებების საქაღალდეში ჩვენს მიერ გამოყენებული მასალებისწყაროების მისამართები. შემდეგ გადავედით ბლოგზე და დარჩენილი დრო თითქმის მთლიანად ბლოგზე მუშაობას დაეთმო. ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების დაწერა. ვიმუშავეთახალი ბლოგის შექმნაზე, გავაკეთეთ ჩვენი პტოექტის ბლოგი,როგორც მოსწავლის ნამუშევარი ბოლოს კი მოხდა  ტრენინგის  დღევანდელი დღის შეჯამება. დღევანდელი ტრენინგიც როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ტრენერს.

Sunday, September 17, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე ტრადიციულად დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით.  შემდეგ გავეცანით დროში გაწერილი შეფასების სქემასთავდაპირველად გავეცანით სხვადასხვა გეგმების ნიმუშებს და განვიხილეთ,შეფასების რომელი ინსტრუმენტების  გამოყენება შეგვიძლია პროექტის დაწყებამდე,მისი განხორციელების პროცესშიდაპროექტის დასრულების შემდეგ .გავხსენით ჩვენი პროექტის გეგმა რომელზეც ტრენინგისყოველ მეცადინეობაზე ვმუშაობთ,დღესაც შევავსეთ კიდევ რამდენიმე პუნქტი. კეძოდ შევარჩიეთ შეფასების  ინსტრუმენტები,რომლებიც შეესაბამება ცვენს პროექტს და ამინსტრუმენტების მოკლე მონახაზი დავწერეთ. ბოლოს მოხდა ტრენინგის შეფასება,რომელიც როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო ,ბევრის მომცემიდა ნაყოფიერი იყო.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მე-3 დღე დაიწყოშესწავლილი მასალის გამეორებით. რაც ხელს უწყობს ნასწავლი მასალის განმტკიცებას. მესამე დღის ძირითადი თემა პროექტის გეგმაზე მუშაობას მოიცავდა,რომელიც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.განვიხილეთ როგორ უნდა დავადგინოთ პროექტის სტანდარტი. როგორ განვსაზღვროთ მიძანი და მიმართულების კიტხვები. ბოლოს მოხდა ტრენინგის მესამე დღის შეჯამება.

Sunday, September 10, 2017

ტრენინგის მეორე დღე

მეორე  დღეს გავიმეორეთ  პირველ დღეს განვლილი მასალა.თითოეულმა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის სახელწოდება. ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო მე-2 დღის სამუშაო გეგმა, გაგვაცნო და გაგვამეორებინა word-ის ინსტრუმენტები. დავატვალიერეტ უკვე სექმნილი ბუკლეტები. word-ის ფურცელზე შევქმენით ცხრილი, გადავიტანეთ გუგლში მოძიებული სურათები რომლებიც შენახული გვქონდა ჩვენს საქაღალდეში (სურათები, აუდიო-ვიდეო) დავამატეთ ტექსტი და მისამართი. დამზადებული ბუკლეტი  შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში . შემდეგ ყველაფერი დავხურეთ და დავზიპეთ. გავგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე.ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგის მეორე დღე.

ტრენინგის პირველი დღე.

ჩვენი ტრენინგი დაიწყო  გაცნობით.
ტრენერმა ქალბატონმა ქეთი ცერაძემ თავიც წარმოგვიდგინა და ტრენინგის თითოეულ მონაწილესაც მოგვთხოვა წარგვედგინა ჩვენი თავი.გაცნობის შემდეგ ტრენერმა წარმოგვიდგინა ტრენინგის პირველი დღის სამუშაო გეგმა და ტრენინგის მთლიანი კურსის გეგმა და მიზანი.
ამის შემდეგ კი შევედითტრენერის-ქალბატონ ქეთი ცერაძის ბლოგზე:ketitseradze.blogspot.com, და გავეცანით გზა მკვლევს,შევქმენით საქაღალდე თავისი ქვე საქაღალდეებით, რომლებსაც ეტაპობრივად შევავსებთ კურსის მსვლელობისას.
გავეცანით და შევინახეთ კურსის რესურსები.
შემდეგ მოხდა სხვადასხვა პროექტების დათვალიერება და განხილვა.შევქმენით ბლოგი.
ბოლოს შევაჯამეთ
 ტრენინგის პირველი დღე.                                    
მე ვფიქრობ, რომ,აღნიშნული ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვან,დადებიტ ეფექტს იქონიებსჩემს პროფესიულ განვითარებაზე. ყველასტვის ცნობილია, რომპროექტებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და მათი მოტივაციის ამაღლებას.ეს კი მასწავლებლის წარმატებული საქმიანობის გარანტია.